ახალი ამბები
გორში დევნილთა დასახლებაში მაღაზია გაქურდეს
გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში მაღაზია გაქურდეს. 

შემთხვევა დაახლოებით დილის სამ საათზე მოხდა. წაღებულია ოთხი ბოთლი არაყი და 600 ლარამდე თანხა. 

დილიდან პოლიცია ადგილზე მუშაობს. ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.

როგორც დასახლებაში გვითხრეს, მაღაზიაში უცხო პირი ერთ-ერთმა მოქალაქემ შეამჩნია და პოლიციას შეატყობინეს. თუმცა, მიმალვა მოასწრო.

ირკვევა, რომ დაუდგენელმა პირმა მაღაზიაში საკეტის დაზიანებით შეაღწია.
Print