ახალი ამბები
6 მაისს გორიჯვარზე მანქანებით მოძრაობა აკრძალულია
6 მაისს გორიჯვარზე მანქანებით მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის საინფორმაციო სააგენტო ,,გორის მაცნე'' ავრცელებს.

ოფიციალური განცხადებით მიხედვით, მკაცრად გაკონტროლდება დისტანციისა და პიბადის ტარებაზე დაწესებული რეგულაციებიც.

"6 მაისს გიორგობაა, პირველ რიგში, ვულოცავ შიდა ქართლის მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინება მომლოცველებს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალაც მოუწევთ. შარშანდელის მსგავსად, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან მისვლა ავტომობილებით დაშვებული არ იქნება, მომლოცველები ქვეითად შეძლებენ გორიჯვარზე ასვლას, თუმცა, მკაცრად გაკონტროლდება დისტანციისა და პირბადის ტარებაზე არსებული რეგულაციის დაცვა. მოქმედი რეგულაციების აღსრულებას პოლიცია გააკონტროლებს", - განაცხადა GMnews-თან საუბრისას შიდა ქართლის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა.

6 მაისს გიორგობაა. ამ დღეს გორიჯვრობაც აღინიშნება.
Print