ახალი ამბები
“აცრის შემდეგ ვიგრძენი, თითქოს გამარჯვებული ვარ'' - სოსო ცოტნიაშვილი
“აცრის შემდეგ ვიგრძენი, თითქოს გამარჯვებული ვარ, რომ არ დავინფიცირდები და სხვასაც არ გადავდებ ვირუსს.

კორონავირუსი Ჩემს გარშემო ბევრმა ადამიანმა გადაიტანა, ზოგმა იოლად, ზოგმა უფრო რთულად. თუმცა, ისინიც, ვინც იოლად გადაიტანეს ვირუსი, გარკვეულ სიმპტომებს დღემდე უჩივიან, მაგალითად, უჩვეულო დაღლილობას, თავის ტკივილს. ერთ-ერთ ახლობელს თრომბსაწინააღმდეგო მკურნალობა აქვს დანიშნული.

Მე რამდენიმე უნივერსიტეტში ვმუშაობ.

როდესაც ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა აუდიტორიებში სწავლების პროცესი განაახლა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეგულაცია დაცული იყო, წამოსვლისას, მაინც ვგრძნობდი, რომ საფრთხის შემცველი ვიყავი. ახლა, აცრის შემდეგ, ეს შეგრძნება მომეხსნა.

Ჩემი მეუღლეც, რომელიც სკოლის მასწავლებელია, აიცრა. მას 2 წლის წინ ონკოლოგიური დაავადება აქვს გადატანილი, ამიტომ, მეტი სიფრთხილისთვის, გაკვეთილებს ისევ ონლაინ უძღვება. Მოუთმენლად ელოდება ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებას, რომ გამოიმუშავოს სრული იმუნიტეტი და დაუბრუნდეს საკლასო ოთახს და თავის მოსწავლეებს, რომლებთან ცოცხალი ურთიერთობაც ძალიან ენატრება.”

სოსო ცოტნიაშვილი, 57 წლის, მათემატიკოსი, დევნილი ლიახვის ხეობიდან

unicefgeorgia
Print