ახალი ამბები
ღოღეთი-თამარაშენის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზი ხნულებით მონიშნეს
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხნულების გავლებას აგრძელებენ.

ტახტისძირის შემდეგ, სამუშაოები ღოღეთი-თამარაშენის მონაკვეთზე დაასრულეს.

როგორც ანტისაოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, ხნულები დაახლოებით 8 კმ მანძილზეა გავლებული. მანამდე, ტერიტორია ძელებით მონიშნეს.

ოფიციალური ცხინვალის ცნობით, ეს ხნულები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხანძრებისგან დაიცავს. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების ნებისმიერი ქმედება უკანონოა.

 

Print