ახალი ამბები
შიდა ქართლში მამაკაცებს შორის ყველაზე პოპულარული სახელია - გიორგი
შიდა ქართლში, მამაკაცებს შორის, ყველაზე პოპულარული სახელია - გიორგი. ამის შესახებ რიცხვები სამოქალაქო რეესტრის მონაცემებშია დაცული.

ჯამში, რეგიონის მასშტაბით, 18 143 გიორგი ცხოვრობს.

,,გიორგის'' შემდეგ მოდის ,,დავითი''. ეს სახელი რაოდენობრივად საკმაოდ ჩამოუვარდა ლიდერ სახელს.

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა 110 000-ს აღწევს.. აქედან გიორგი ჰქვია 8816 მამაკაცს. მისი რაოდენობა, ქალებში ყველაზე პოპულარული სახელების მარიამის და ნინოს ჯამურ რაოდენობას, თითქმის უტოლდება. გორის მუნიციპალიტეტში 8975 მარიამი და ნინო ცხოვრობს.

ტოპ - 10 სახელი გორში (ქალაქსა და მუნიციპალიტეტში) ასე გამოიყურება:

გიორგი - 8816
დავით - 3252
ნიკოლოზ - 1972
ზურაბ - 1803
ლევან -1438
ალექსანდრე - 1419
ლუკა - 1297
თამაზ - 1079
მიხეილ - 1030
საბა - 911

ტოპ - 10 სახელი ქარელში (ქალაქსა და მუნიციპალიტეტში) ასე გამოიყურება:

გიორგი 2900
დავით - 823
ნიკოლოზ - 541
ზურაბ - 452
ლევან - 397
ლუკა - 386
ალექსანდრე- 360
საბა - 330
გელა - 318
ნიკა - 317

ტოპ - 10 სახელი ხაშურში (ქალაქსა და მუნიციპალიტეტში) ასე გამოიყურება:

გიორგი - 3675
დავით - 1357
ნიკოლოზ - 833
ზურაბ - 784
ლევან - 631
ლუკა - 603
გოჩა - 451
თამაზ - 451
ალექსანდრე - 441
საბა - 432

ტოპ - 10 სახელი კასპში (ქალაქსა და მუნიციპალიტეტში) ასე გამოიყურება:

გიორგი - 2752
დავით - 858
ალექსანდრე - 543
ნიკოლოზ - 427
ზურაბ - 418
ლევან - 384
მიხეილ - 356
თამაზ - 351
ლუკა - 311
ზაზა - 306
Print