ახალი ამბები
კასპში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 5 ვეტერანი ცხოვრობს
კასპში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 5 ვეტერანი ცხოვრობს.

ესენია: ოთარ აზმაიფარაშვილი, შალვა გოჩიტაშვილი, გროგოლ ბაინდურაშვილი, გიორგი მახარობლიშვილი და ფეოდორ მელაძე.

გასულ 2020 წელს კი, ამ მუნიციპალიტეტში 7 ვეტერანი ცხოვრობდა. როგორც კასპის მერიაში აცხადებენ, კორონავირუსის პანდემიის გამო, დღეს ვეტერანებთან საზეიმო შეხვედრა პომპეზურად ვერ შედგება.

გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რაიონებიდან მეორე მსოფლიო ომში 35 331 ადამიანი იყო გაწვეული. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა - 14 761 კაცი.

წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. 9 მაისს პოსტსაბჭოთა ქვეყნები ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. 
Print