ახალი ამბები
შიდა ქართლში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 11 ვეტერანი ცხოვრობს
ბოლო ერთ წელიწაში, შიდა ქართლში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 10 ვეტერანი გარდაიცვალა და, ამჟამად, მათი რაოდენობა 11-ია.

აქედან;

გორის მუნიციპალიტეტში - 2 (ლიდია ნემსაძე და ოთარ ტლაშაძე).

კასპში - 5 (ოთარ აზმაიფარაშვილი, შალვა გოჩიტაშვილი, გროგოლ ბაინდურაშვილი, გიორგი მახარობლიშვილი და ფეოდორ მელაძე.)

ხაშურში - 3  (ნინო ქურდაძე, პლატონ ნოზაძე, ივანე შახპარუნოვი).

ხოლო ქარელში - 1 (ვიქტორ ოდიკაძე - აგარა)

ოფიციალური მონაცემებით, გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რაიონებიდან მეორე მსოფლიო ომში 35 331 ადამიანი იყო გაწვეული. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა - 14 761 კაცი.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანებისთვის გასაწევი ყოველწლიური ფულადი დახმარება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება:

გორის მუნიციპალიტეტის მერია ვეტერანებს 300 ლარით ეხმარება; ხაშურის მერია- 300 ლარით; ქარელის მერია- 500 ლარით; კასპის მერია კი - 1000 ლარით.
Print