ახალი ამბები
ატენში კლდე ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა


ატენში კლდე ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა. გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

,,ხევები გამოვარდა და ნაშალი ჩამოიტანა'' - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა, შოთა ვანიშვილმა. მისი თქმით, ამ წუთებში გზას ასუფთავებენ.

გარდა ამისა, სოფლის ერთ-ერთ უბანში სეტყვაც მოვიდა. რაც შეეხება სოფელ ხიდისთავს, აქ წვიმამ ნაშალი მიწა გზაზე ოხერას უბანშიც ჩამოიტანა.

ძლიერმა ნალექმა დასახლებას პრობლემა დღეს შუადღეს შეუქმნა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, არამდგრადი ამინდები საქართველოში 9 და 10 მაისს შენარჩუნდება.



Print