ახალი ამბები
ატენში გზა გაწმინდეს და საავტომობილო მიმოსვლა აღადგინეს
ატენის ხეობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

შიდა ქართლის გუბერნატორის, მამუკა საღარეიშვილის თქმით, შესაბამისი სამსახურების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად გზის გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად განხორციელდა და ჩახერგილი გზა უკვე გახსნილია.

,,ამ ეტაპისთვის ძირითად მიმართულებებზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო გადაადგილება უკვე შესაძლებელია, ხოლო დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები კვლავ გრძელდება'' - აღნიშნა მან.

ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და ატენის თემში შემავალი სოფლების დამაკავშირებელი გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგა. შედეგად შეფერხდა საავტომობილო მიმოსვლა.

ატენის ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოსა და სამაშველო სამსახურის სპეციალური ტექნიკა მუშაობs.

Print