ახალი ამბები
ძამას ხეობაში გზაზე კლდე ჩამოიშალა
გვერძინეთი-ტყემლოვანის დამაკავშირებელ მონაკვეთზე კლდოვანი ფენა ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ამჟამად გზის ნაწილი გაწმენდილია და გადაადგილება შეზღუდული არ არის.

გვერძინეთი-ტყემლოვანას გზა 2019-2020 წლებში გაკეთდა.
Print