ახალი ამბები
ევროპის დღეს გორში იუსტიციის სახლი ევროკავშირის დროშის ფერებით გაანათეს
ევროპის დღის აღსანიშნავად გორში იუსტიციის სახლი ევროკავშირის დროშის ფერებით გაანათეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, 9 მაისის საღამოს, ასეთი აქცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას მიუძღვნეს.

,,საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა "ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ", რაც ხაზს უსვამს ევროკავშირისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და სოლიდარობას, განსაკუთრებით COVID-19 კრიზისის პირობებში.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

ევროპის დღე 1950 წლიდან აღინიშნება. საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, იდეა ჩამოაყალიბა, რომლის მიხედვით, ევროპის ერებს შორის ომი არასდროს უნდა მოხდეს.

ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს.

 

Print