ახალი ამბები
ატენში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები ატენის ხეობაში. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური ტექნიკით ჭეჭელაანუბანში დარჩენილ ქვა და ღორღისგან ასუფთავებენ.

შლამისა და ნაშალისგან სუფთავდება ატენის საავტოობილო გზის ნაპირები. რაც შეეხება სავალ ნაწილს, გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაიწმინდა და ავტომობილების მოძრაობა აღდგა.

9 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, უხვი ნალექის შედეგად, მთიდან ქვა - ღორღი ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩახერგა.
Print