ახალი ამბები
გორის მერის 1-ელი და მე-2 მოადგილეები გახარიას გუნდში გადავიდნენ
გორის მერის პირველმა და მეორე მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს. ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი გახარიას გუნდში გადავიდნენ.

მათი თქმით, სულ რამდენიმე ხნის წინ, ზეწოლას ჰქონდა ადგილი, რომლის მიზანი, სწორედ, თანამდებობიდან მათი წასვლა იყო.

კონკრეტული გვარები არ დაუსახელებიათ, თუმცა მინიშნებ გორის მერზე, კოტე თავზარაშვილზე გააკეთეს.

ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი თანამდებობებზე მას შემდეგ დაინიშნენ, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორი, 2018 წლის აგვისტოში, გიორგი ხოჯევანიშილი გახდა. ელიჯარაშვილი გენსინსპექციაში, ხოლო პაატა ივანიშვილი - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობდნენ.

Print