ახალი ამბები
ხაშურის მერის მოადგილეს ზურაბ როსებაშვილს თანამდებობა დაატოვებინეს
ხაშურის მერის მოადგილემ ზურაბ როსებაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სპეციალური განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, თანამდებობის დატოვების შესახებ, მას მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზვიად ქურდაძემ მოსთხოვა.

იგი 2019 წელს მაშინ დანიშნეს, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი იყო. როსებაშვილი ამბობს, რომ ალბათ ხოჯევანიშვილის გამო დაატოვებინეს თანამდებობა.

როსებაშვილი გორელია და ის წინა თვითმმართველობის არჩევნებზე (2014-2017 წლებში) ქალაქ გორის საკრებულოს წევრი იყო, ასრულებდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობასაც.

დღეს ასევე თანამდებობები დატოვეს გორის მერის მოადგილეებმაც. როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ, გახარიას მხარდაჭერის გამო.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს. შიდა ქართლში მისი დასაყრდენია შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, რომლის მმართველობის დროს, აღნიშნული კადრებით დაკომპლექტდა გორისა და ხაშურის მერიის წამყვანი თანამდებობები.

 

Print