ახალი ამბები
გორს ისრაელიდან წელს პირველი ტურისტული ჯგუფი უკვე ესტუმრა
წელს გორში სტალინის მუზეუმს ისრაელიდან პირველი ტურისტული ჯგუფი უკვე ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმის თანამშრომელი, მარიამ ნუცუბიძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მუზეუმს ტურისტები დღეს ესტუმრნენ. პანდემიის პირობებში, ეს ფაქტი ერთ-ერთი აღსანიშნავი მოვლენაა.

საბჭოთა ბელადის, სტალინის სახლ-მუზეუმში, ყოველწლიურად, ისრაელიდან ათასობით ადამიანი სტუმრობს.

ტურიზმის სააგენტოს ცნობით, მარტში გორში (სტალინის მუზეუმსა და უფლისციხეში) 1654 ვიზიტორი ყავდათ, აქედან - 1005 უცხოელი ტურისტი. მუზეუმები 2021 წლის მარტიდან გაიხსნა.

ცნობისთვის, ყველაზე მეტი სტუმარი სტალინის სახლ-მუზემმა 1980 წელს მიიღო, მათმა რაოდენობამ 1 003 400 შეადგინა.

დინამიკა 1988 წლიდან მკვერთდად შემცირდა. მაგალითად, თუ 1987 წელს 600 ათასი იყო, 1988 წელს 200 ათასამდე შემცირდა.

1989 - 20 000
1992 - 10 000

მომდევნო ათი წლის განმავლობაში, 1995 წლიდან 2011 წლამდე დინამიკა უმნიშვნელო ცვლილებებს განიცდის. ვიზიტორების რიცხვი 10 ათასიდან 27 ათასამდე მერყეობს,

2012-2015 წლებში ტურისტების რაოდენობამ მოიმატა.

2012 - 31 665
2013 - 42 453
2014 - 40171
2015 - 53 094

2018 წლის პირველი იანვრიდან 1 აგვისტომდე სტალინის მუზეუმს 69 390 ვიზიტორი ესტუმრა, აქედან ტურისტი 64 454 იყო.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის ადმინისტრაციიდან აცნობეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლიდან, უკვე მიმდინარეობს შეგროვება კონკრეტული ქვეყნებიდან ჩასული ტურისტების რაოდენობის შესახებ.

2018 წელს გამოიკვეთა ტოპ - 5 ქვეყანა, საიდანაც სტალინის მუზეუმს სტუმრობენ. 7 თვის მონაცემები ასე გამოიყურება:

1. ირანი - 13 285
2. რუსეთი - 12 207
3. ისრაელი - 3 733
4. პოლონეთი - 3720
5. გერმანია - 2 168

ამის შემდეგ, მოდის:

არაბეთის გაერთიანებული ემირატები (დუბაი) - 1741
კორეა - 1616
ინდოეთი - 1232.
Print