ახალი ამბები
გორში მამაკაცი დაჭრეს
60 წლამდე ასაკის მამაკაცი მეზობელმა დაჭრა. შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლებაში, ე.წ. ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში მოხდა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენაში მხილებული მამაკაცი დააკავა, ის 50 წლამდე ასაკისაა. როგორც დაკავებულის ახლობელი ამბობს, მას 5 ადამიანი სცემდა.

გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Print