ახალი ამბები
უფლისციხის გზაზე სტალინის საყვარელი ღვინო იყიდება
,,უსახელაური'' - ასე ქვია ღვინოს, რომელიც ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხის გზაზე იყიდება. 

სარეკლამო ტრაფარეტზე აღნიშნულია, რომ ის იყო საბჭოთა ბელადის, სტალინის საყვარელი ღვინო.

,,სამი დღეა, რაც მოვედი და ღვინის გაყიდვა დავიწყე. მე თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ წარმოშობით კასპის რაიონიდან ვარ, სოფელ ახალქალაქიდან. სუფთა ნატურალური ღვინოა. ჯერ-ჯერობით, ეს სამი დღე დიდი გაყიდვები არ მაქვს. ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდა და ტურისტები არ გამოჩნდნენ, ამის მიხედვით, გადავწყვეთ, გავაგრძელო თუ არა მუშაობა'' - გვითხრა ღვინის გამყიდველმა.

მისი განმარტებით, ღვინო ძირითადად გათვლილია რუსულენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის.
Print