დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 669 შემთხვევა, აჭარა - 114, იმერეთი - 184,
ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 43, გურია - 15, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 129, კახეთი - 56, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი -
11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 858,
საიდანაც: 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 199, აჭარაში - 454, იმერეთში - 538. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 416, აჭარაში
- 105, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 227
პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 14, იმერეთში - 16. 673
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 354 -
თბილისში, 281- აჭარაში. 9 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 33.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 30 456 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 052 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 9 404 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 354 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 339 315-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.86%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.05%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 821 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 320 777-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 654 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 759 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 360 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 16 998 პირი, აჭარაში - 1 916, იმერეთში - 1 707.