ახალი ამბები
კვების ობიექტებს შაბათ-კვირას დახურულ სივრცეში სტუმრების მიღება შეეძლებათ
კვების ობიექტებს შაბათ-კვირას დახურულ სივრცეში სტუმრების მიღება შეეძლებათ.

გარდა ამისა, რესტორნების, კაფეების და სხვა მსგავსი ობიექტების დახურული სივრცეები, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, უქმე დღეებშიც იმუშავებენ.

ისევ აკრძალულია, ქორწილების, წვეულებების და ქელეხების გამართვა.

17 მაისს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კაფეებს და რესტორნებს მისცა შაბათ-კვირას სტუმრების ღია სივრცეში მიღების უფლება.
Print