ახალი ამბები
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
გორში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

საქართველომ დამოუკიდებლობა ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს, ბოლშევიკური წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა.

ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

Print