ახალი ამბები
გორში ხის საამქროში ხანძარი გაჩნდა
გორში, წმინდაწყალზე მდებარე ხის საამქროში ხანძარი გაჩნდა. როგორც საწარმოს წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი სახურავზე იყო.

სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა მისი ლოკალიზაცია დროულად შეძლეს. ხანძარი ხის მასალაზე არ გავრცელებულა.

ფაქტზე გამოძიება კრინიმალური პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.




Print