ახალი ამბები
სოფელ დოესთან მანქანა ხეს დაეჯახა
18:42 / 11.06.2021
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესთან “ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
სასწრაფოს ჯგუფებს ისინი გორის კლინიკებში გადაჰყავთ, ადგილზე მუშაობს პოლიცია.