ახალი ამბები
,,გორმედის'' ცნობით, კლინიკაში ყოველდღიურად ვირუსული ინფექციებით დაავადებული 30-მდე ბავშვი მიყავთ
გორში, გაიზარდა იმ ბავშვების მიმართვიანობა, რომლებსაც ვირუსული ინფექციები აწუხებთ.

ამის შესახებ ,,გორმედის'' სამედიცინო ცენტრ "იავნანას" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ განაცხადა.

ინტერვიუ მან გორის მერიის საინფორმაციო პორტალს, გორის მაცნეს მისცა.

ლაზარაძის ინფორმაციით, საკმაოდ მომატებულია ბავშვებში ვირუსული ინფექციები, ყოვედღიურად "იავნანას" სტაციონარში 30-მდე პაციენტს უტარდება მკურნალობა.

"მომატებულია რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემთხვევები. მოზარდების გარკვეულ ნაწილს ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ყოველდღიურად "იავნანას" სტაციონარში 30-მდე პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება სიმპტომებს, გამოხატულია ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული ინფექციით, ხშირ შემთხვევაში, ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, იშვიათად ხდება პნევმონიის განვითარება", - განაცხადა ლია ლაზარაძემ.
Print