ახალი ამბები
,,გორი ევროპისკენ'' - აქცია [LIVE]
დღეს, 24 ივნისს აქცია "გორი ევროპისთვის" გაიმართა. ლომჭაბუკის ძეგლთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

აქცია მიმდინარეობდა თბილისშიც, პარლამენტის წინ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თეონა ფანქველაშვილი. ის სამოქალაქო აქტივისტია და გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება ევროპასთან ინტეგრაცია, სადაც ადამიანების უფლებები იქნება დაცული, სასამართლო იქნება თავისუფალი და არჩევნები იქნება სამართლიანი.

,,ამ ყველაფრის საშუალებას გვაძლევს ევროპა. სამწუხაროდ მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენი ევროპული მომავალი დააყენა საფრთხის ქვეშ, სამწუხაროდ არ აღმოვჩნდით იქ ,სადაც დგას უკრაინა და მოლდოვა. არ უნდა მივცეთ საშუალება ეს მომავალი წაგვართვან", – ამბობს აქციის ორგანიზატორი თეონა ფანქველაშვილი.

Print