,,მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გაგანადგურეს, მთავარია იმედი
აღორძინებისა'' - ეს წარწერა ამშვენებს იმ ნახატს, რომელიც გორში,
სტალინის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის კედელზე გამოსახეს.
ნახატი ეკუთვნის 17 წლის გიორგი ტატუნაშვილს.
ოკუპაციის თემაზე ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მიერ
გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა სწორედ გიორგი ტატუნაშვილის
ნახატმა.
კედლის მხატვრობაზე მუშაობს ლია უკლება.