შავ სიაში შეიყვანეს კომპანია, რომელმაც კასპის მერიის მანქანები არ
გარეცხა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი.მ. მარინე წიკლაურს შორის იყო
გაფორმებული № 181 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის
საფუძველზეც, მიმწოდებელს უნდა გაეწია კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა
და საკრებულოს საკუთრებაში არსებული ავტომანქანების რეცხვის
მომსახურეობა, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით.
ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 5 088 ლარი, ხოლო მოქმედების
ვადად – 2023 წლის 31 იანვარი.
საქმეში არსებული კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის მატერიალურტექნიკურ საკითხებში ტექნიკური მუშაკის
მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ მიმწოდებელი აღარ ასრულებდა
ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
მიმწოდებელმა გაწია 1 556 ლარის ღირებულების მომსახურება, რაც
ხელშეკრულების საერთო ღირებულების 31%-ს შეადგენს.
კასპის მერიის მოთხოვნის საფუძველზე ი.მ. მარინე წიკლაური 2022 წლის 6
დეკემბერს დარეგისტრირდეს შავ სიაში.