ახალი ამბები
გორში მანქანა 65-წლის ქალს დაეჯახა
გორში მანქანა 65-წლის ქალს დაეჯახა.

დაშავებული გორმედში გადაიყვაყეს. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, ქალმა მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

შემთხვევა მდ. ლიახვის ხიდთან, ტანსაცმლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ქალი ძველი ბაზრის ტერიტორიიდან კომბინატის მიმართულებით, გზაზე გადადიოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ის ზებრა-გადასასვლელის სიახლოვეს იმყოფებოდა.


Print