ახალი ამბები
ბეტონის გზა თუ სპორტული მოედანი? - არჩევნები სოფელ ცედანში
ხაშურის მთიან სოფლებში მიმდინარეობს ფარული კენჭისყრა. კითხვარში აღნიშნულია, თუ რომელი პროექტის განხორციელებაა მნიშვნელოვანი.

მაგალითად, ფარული კენჭისყრა ტარდება ცედანსა და თაგვეთში. ელექტრონულად ტარდება წაღვლში.

შერჩეული საპროექტო წინადადებები დაფინანსდება ხაშურის მუნიციპალური ბიუჯეტიდან. თითო სოფელზე პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 100 000 ლარი.

,,ფარული კენჭისყრა წარმოადგენს მეორე ეტაპს. პირველ ეტაპზე შემოსული წინადადებებიდან, ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა ის საპროექტო იდეები, რომელიც აკმაყოფილებს არსებულ კრიტერიუმებს. ის საპროექტო წინადადება, რომელიც მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობის ყველაზე მეტ ხმას, დაფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.'' - აღნიშნავენ ხაშურის მერიაში.

კენჭისყრაზე წარდგენილია შემდეგი საპროექტო წინადადებები:

სოფელ ცედანში:
- ბეტონის გზის მოწყობა;
- მინი სპორტული მოედნის მოწყობა
სოფელ თაგვეთში:
- დაზიანებული გზის აღდგენა;
- ბეტონის გზის მოწყობა;
სოფელ წაღვლში:
- მოედნის დასრულება (სკვერის მოწყობა);
- შიდა გზის რეაბილიტაცია - ბეტონის საფარისა და სანიაღვრეების მოწყობა;
- სკვერის მოწყობა;

საპროექტო წინადადებებზე ხმის მიცემა შეუძლია წაღვლში, ცედანსა და თაგვეთში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. ერთ მოქალაქეს აქვს ერთი ხმის უფლება.
Print