ახალი ამბები
160 000 ლარად მზადდება ვიდეო რგოლი, თუ როგორ იცავს პოლიცია ტურისტებს
,,მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მაქსიმალურად წარმოჩინდეს, თუ როგორ იცავს პოლიცია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი ტურისტების უსაფრთხოებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით.'' - აღნიშნულია იმ სატენდერო განაცხადში, რომელიც ვიდეო ფილმის გადაღების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

შსს 160 000 ლარს დახარჯავს ისეთი ფილმის გადაღებაზე, რომელიც ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს ან ადგილობრივ ვიზიტორებს, ასევე, მოქალაქეებს დაარწმუნებს უსაფრთხო ტურიზმში.

,,საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, პოლიციელთა მიმართ ნდობისა და პატივისცემის ზრდა მეტწილად დამოკიდებულია საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციაზე.'' - აღნიშნავს შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი წარმომადგენელი სამსახურებრივ ბარათში. შსს-ში ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ აღიქვას მკაფიო კორელაცია საპოლიციო საქმიანობასა და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას შორის.

ვიდეოში მაქსიმალურად იქნება წარმოჩენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ შეტანილი წვლილი ტურისტების უსაფრთხოებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შპს "ბეთერ ფლაი" 160 000 ლარს მიიღებს.

საჭიროა ვიდეო-რგოლის გადაღება და ღია წყაროებში განთავსება, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. აღსანიშნავია, რომ ვიდეო რგოლის კონცეფციიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიები წარმოჩენილი უნდა იყოს მაქსიმალურად ლამაზად და საზაფხულო სეზონთან თანხვედრაში, რათა ზუსტად იყოს აღქმული ტურისტული პოტენციალი აღნიშნულ სეზონზე. ასევე, გადაღების სპეციფიკიდან გამომდინარე (სცენების უმეტესობა არის ღია ცისქვეშ), დიდიმომსახურება განხორციელდეს კარგ მეტეოროლოგიურ პირობებში''- აღნიშნულია წერილში.
Print