ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმში  ,,ინდიგო"ს ინიციატივით ვორქშოპი ჩატარდება									
			
										
			
			
			
								ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმში, ჟურნალ-გაზეთი ,,ინდიგო"ს ინიციატივით
ჩატარდება ვორქშოპი.
მუზეუმის ადმინისტრაცია ახალგაზრდებს 30 ივლისს 12 საათზე იწვევს.
ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში
მდებარეობს.
,,ვორქშოპი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას, არაფორმლური
განათლების ხელშეწყობას.'' - აღნიშნავენ მუზეუმში.