ახალი ამბები
სოფელ ორმოცში დაზარალებულ დედა-შვილს დახმარება სჭირდება
სოფელ ორმოცში დაზარალებული დედა-შვილისთვის დახმარებას ითხოვენ. ინფორმაციას ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტო ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე, მედიკამენტების, საყოფაცხოვრებო ნივთების, ჰიგიენური საშუალებების, ტანსაცმლისა და არამალფუჭებადი საკვების შესაგროვებლად, მოქალაქეების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

ნივთების ჩაბარება დაწყებულია შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, გურამიშვილის ქუჩა N5. ლომჭაბუკის სკვერი (ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი).

დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე, დამატებითი ინიციატივების შემთხვევაში, დაგვიკაშვირდით ნომერზე:

598 28 82 62 - მიშო (დაცული ლანდშაფტის წარმომადგენელი)

551 58 72 25 - ოთარ მაყიშვილი

2023 წლის 15 დეკემბერს, Სოფელ ორმოცში მცხოვრებ ოთარ მაყიშვილს, რომელსაც მხოლოდ ასაკოვანი დედა ჰყავს, სრულად დაეწვა საცხოვრებელი სახლი, ყველა პირადი ნივთის ჩათვლით. ხანძრის შედეგად, ოთარ მაყიშვილმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

 

Print