ახალი ამბები
გორთან ახლოს ლიახვის პირზე ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გორთან ახლოს სოფელ კარალეთის ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

დალუქეს  სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც მდინარიდან, დაახლოებით 1000 კვ.მ ფართობზე წიაღისეულის მოპოვებას ეწეოდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რეაგირებისათვის მასალები სასამართლოს დღეს გადასცეს.

საქმის მასალების მიხედვით, ექსკავატორი ეკუთვნის საგზაო სამშენებლო სამმართველო #1-ს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქმეში პროკურატურა ჩართეს.

ამოღების ოქმის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებულია 6 ათას ლარზე მეტი ღირებულების წიაღისეული.

კომპანიაში დღეს სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხეს. რა დაეკისრება კომპანიას, ამის შესახებ სასამართლო იმსჯელებს.
Print