ახალი ამბები
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც გორის სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრა
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულია პირი, რომელმაც გორის სოფელ რეხაში ძაღლი ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.

დაკავებულს ბრალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით წარუდგენენ.

რაც შეეხება იარაღის სახეობასა და მისი ფლობის ფაქტს, ამის შესახებ შსს-ს ჯერ ინფორმაცია არ მოუწოდებია.

შეგახსენებთ, გორის სოფელ რეხაში 12 იანვარს ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი ძაღლი გორის ვეტერინალურ კლინიკა ,,Vიპ ვეტში'' მიიყვანეს.

კლინიკა ,,Vიპ ვეტის'' ხელმძღვანელის, თამარ აფციაურის თქმით, ძაღლს ორი ტყვია კისრის არეში აქვს მოხვედრილი.

ექიმები იმედოვნებენ, რომ ძაღლი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება. ,,დღეს იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, დაიწყეს გამოძიება. გამჭოლი ჭრილობაა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა არაა,' - აცხადებენ კლინიკაში.




 

Print