ახალი ამბები
გორის ბაზარი წმინდაწყალზე 20 000 კვ.მ ფართობით გაფართოვდება
გორის ე.წ. ახალი ბაზარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, წმინდაწყალზე გაიხსნა, კიდევ 20 000 კვ.მ ფართობით გაფართოვდება.

ამის შესახებ ბაზრის დირექტორმა გორის მერიას თხოვნით მიმართა. წერილის მიხედვით, ახალ ფართზე სავაჭრო ობიექტებისთვის ინფრასტრუქტურა 2022-2023 წლებში უნდა მოწყობილიყო, თუმცა პირობა ვერ შესრულდა.

ტერიტორია მერიამ 2022 წელს პირობიანი აუქციონის წესით გაყიდა.

,, მყიდველი ვალდებული იყო მოეხდინა მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება განეხორციელებინა პრივატიზაციიდან 2 (ორი) წლის ვადაში. შპს „აგრო მოლი“ აღნიშნავს, რომ ხელი შეეშალა სამუშაოების დასრულებაში და შესაბამისად - პირობის შესრულებაში, თუმცა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაწყებული აქვს მშენებლობისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე კი მიწის ნაკვეთზე განახორციელებს ინვესტირებას არანაკლებ 300000 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც შეიქმნება არაერთი კომერციული დანიშნულების ფართი და სამუშაო ადგილები მოსახლეობისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „აგრო მოლი“ (ს/ნ 418476125) ითხოვს მითითებული პირობის ვადის გაგრძელებას კიდევ 2 (ორი) წლით, რაც, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია.'' - აღნიშნავენ მერიაში.

გორის საკრებულო დაეთანხმა მერის პოზიციას და ,,აგრო მოლს'' დამატებით კიდევ ორი წელი მისცეს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. 

Print