ნოსტეში, მთიულთუბანსა და ახალციხეში გაზიფიცირების სამუშაოები 2024 წელს დაიწყება - დაპირება
კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ნოსტეში, მთიულთუბანსა და
ახალციხეში გაზიფიცირების სამუშაოები 2024 წელს დაიწყება.
ამის შესახებ მერმა ვახტანგ მაისურაზემ ადგილობრივ მოსახლეობასთან
გამართულ კრებაზე განუცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო:
,,მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის
განკარგულება გააცნო, რომლის თანახმადაც სამივე სოფელში მიმდინარე
წელს გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება.'' - აღნიშნავენ კასპის
მერიაში.