ხაშურის მერიამ, სოფელ ნაბახტევში ხიდის ასაგებად, ტენდერი
გამოაცხადა. პროექტისთვის გამოიყო 1 მლნ ლარი.
სამშნებელო კომპანიებმა წინადადებები 16 თებერვლამდე უნდა წარადგინონ.
შემდეგ უახლოეს ხუთ დღეში გამარჯვებული გამოვლინდება.
სოფელ ნაბახტევში ხიდი 2023 წლის 5 ოქტომბერს ჩაინგრა, მას შემდეგ 4
თვე გავიდა.
ჩანგრევის
მიზეზად ასფალტის სამუშაოები დასახელდა, რომელიც
ძველ და თანაც დაზიანებულ ხიდზე განხორციელდა.
ამჟამად, სოფლის მოსახლეობა ძველი ბოგირით სარგებლობს, რომელიც ასევე
დაზიანებულია. ძველი მოგირის რეაბილიტაცია 2018-2019 წლებში იმ
კომპანიას უნდა განეხორციელებინა, რომელსაც ხაშურის საკრებულოს
ამჟამინდელი ვიცე-თავმჯდომარე, მილიონერი ლევან გამრეკელი
ხელმძღვანელობდა. თუმცა ძველი ბოგირის
რეაბილიტაციის
პროცესი მაშინ მიატოვეს, რკინის მოაჯირები კი
გაურკვეველმა პირებმა მოიპარეს.
რაც შეეხება ამჟამინდელ პროექტს, ტენდერის წარმატების შემთხვევაში,
სამშენებლო კომპანია ახალი ხიდს 5 თვეში ააშენებს.