ახალი ამბები
გორში ტაქსით ყველაზე ხშირად დადიან რესტორნებში - კვლევა
სად მიემზგავრებიან ტაქსით გორში? ამის შესახებ კვლევას აქვეყნებს ტაქსის გამოძახების სერვისი ,,მაქსიმი''.

კვლევის ,,ტოპ-10 ყველაზე მოთხოვნადი ადგილის'' მიხედვით, გორში ყველაზე ხშირად დადიან რესტორნებში "ერისონი" და "ნაჭარმაგევი". თითოეულ მათგანთან ტაქსის მძღოლებმა ერთ წელიწადში 7000-ზე მეტი მგზავრი მიიყვანეს.

პოპულარული მიმართულებები მოიცავს შოპინგისა და დასვენებისთვის განკუთვნილ ადგილებს. მოქალაქეთა 2%-მა იმგზავრა ტაქსით გორი მოლსა და წმინდაწყლის ქუჩაზე მდებარე ახალ ბაზრამდე.

წლის განმავლობაში ,,მაქსიმის'' ტაქსით 5000-ზე მეტი მგზავრი მივიდა გორის ხელოვნების სახლთან, თანამედროვე ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ახალ გალერეასთან, რომელიც ლომჭაბუკის სკვერთან მდებარეობს და 2020 წელს გაიხსნა.

ყველაზე ხშირად ტაქსებს სადგურების მიმართულებით წასასვლელად იძახებენ. გორში სერვისის საშუალებით განხორციელებული მგზავრობების თითქმის 10% ახალ ბაზართან და იუსტიციის სახლთან მდებარე ავტოსადგურებზე მოდის.

ტოპ-ათეულში შევიდა ასევე გორის სასწავლებლები: ყველაზე მეტი მგზავრობა მე-9 საჯარო სკოლასა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსამდე დაფიქსირდა.

მთლიანი რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ავტოსადგური ახალ ბაზართან
2. ავტოსადგური იუსტიციის სახლთან
3. რესტორანი „ერისონი“
4. გორი მოლი
5. რესტორანი „ნაჭარმაგევი“
6. სამხედრო ჰოსპიტალი
7. ახალი ბაზარი
8. გორის ხელოვნების სახლი / ლომჭაბუკი
9. მე-9 საჯარო სკოლა
10. უნივერსიტეტის 1-ლი კორპუსი.

ტაქსის გამოძახების სერვისი "მაქსიმი" საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს. ახლა კომპანიის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია 19 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მარნეულში, ახალციხეში, ახალქალაქში, თელავში, გორში, ხაშურში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ოზურგეთში, ქობულეთში, ზუგდიდში, ფოთში, სენაკში, ჩხოროწყუსა და ტყიბულში.
Print