ახალი ამბები
გორში, ქარელსა და ხაშურში ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს
შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა გორში 3 პირი - წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1990 წელს დაბადებული ლ.ლ., 1969 წელს დაბადებული ს.წ. და 1970 წელს დაბადებული ზ.პ. დააკავეს.

ბრალდებულების ავტომობილის, საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 4 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 სანადირო თოფი, 3 მჭიდი, 100 ცალი ვაზნა, 2 ხელყუმბარა და 3 ამფეთქი ფალია.

ასევე, ხაშურის და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირზე: 1999 წელს დაბადებული რ.ც., 1980 წელს დაბადებული ლ.ც., 1981 წელს დაბადებული დ.გ. და 1960 წელს დაბადებულ ე.გ.

პოლიციის მიერ, მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი, ხელყუმბარა და 282 ვაზნა.
Print