ცხინვალის რაიონის სოფელ ახალსოფლის (ნოგყაუს) ტერიტორიაზე ხანძარი
გაჩნდა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით,
ცეცხლი სავარაუდოდ დაუდევრობით გაჩნდა.
ხანძრის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს.
ბოლო დროს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხანძრის შემთხვევები
გახშირდა.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. კერძოდ, ცხინვალის
რაიონის სოფელ იკორთის მინდვრებზე.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის ცნობით, ცეცხლი გორის
სოფლების მხრიდან გაჩნდა, ხოლო განადგურებას გადაარჩინეს რუსეთის
სასაზღვრო ძალების საფორტიფიკაციო ნაგებობები.