ახალი ამბები
"არა რუსულ კანონს" - თბილისში, პარლამენტის წინ ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა
"არა რუსულ კანონს" - თბილისში, პარლამენტის წინ ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა.

პარლამენტის ბიურომ რუსულ კანონს მსვლელობა მისცა.

ბიუროს 8 აპრილის სხდომაზე განისაზღვრა, რომ კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, კომიტეტი 15 აპრილს, ორშაბათს დაინიშნება და მას ივნისის ბოლომდე მიიღებენ.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.

წყარო: პუბლიკა

Print