Evakuatori-Tbilisi.ge
არის ქართული ვებგვერდი, რომელიც ევაკუატორის მფლობელებს აძლევს
საშუალებას, დაამატონ საკუთარი ევაკუატორები და მოიზიდონ დამატებითი
მომხმარებლები. საიტი უმარტივესი გამოსაყენებელია და შესაბამისად
ყველა მსურველს მარტივად შეუძლია საკუთარი განცხადების ატვირთვა და
კლიენტების მოძიება.
ევაკუატორი თბილისი მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს სერვისს
მომხმარებლებს, შესაბამისად მნიშვნელობა არა აქვს რომელ ქალაქში ან
რეგიონში იმყოფებით, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ
საიტის სერვისით. ევაკუატორის მფლობელებს უწევთ საკმაოდ დიდი თანხების
დახარჯვა სხვადასხვა პლატფორმებზე, სარეკლამო განცხადებებში,
იმისათვის რომ შეძლონ მოიძიონ ახალი კლიენტები. ვებგვერდი კი სრულიად
უფასოდ აძლევს შესაძლებლობას მსურველებს.
საიტზე, კლიენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, დაემატება უამრავი
საჭირო და სასარგებლო ფუნქციონალი, რაც მომხმარებლებისა და
ევაკუატორის მფლობელების ურთიერთთანამშრომლობას უფრო კომფორტულსა და
მარტივს გახდის. ასევე მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა შეაფასონ
მიღებული სერვისი.
ერთის მხრივ, ეს მისცემს სტიმულს ევაკუატორებს მაქსიმალურად
კომფორტული სერვისი შესთავაზონ მომხმარებლებს, ხოლო, მეორეს მხრივ,
მომხმარებლებს გაუმარტივებს გზას, რათა შეარჩიონ ყველაზე საუკეთესო.
როდესაც საქმე სერვისის მიღებას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია
მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის საშუალება. სწორედ ამიტომ არის
მნიშვნელოვანი ერთ პლატფორმაზე ბევრი სხვადასხვა სერვისის განთავსება.
მომხმარებელი ირჩევს მისთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტს და ამას
აკეთებს ერთ სივრცეში.
არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელსაც ითვალისწინებენ
მომხმარებლები. პირველ რიგში ეს არის:
ფასი -
სერვისის ღირებულება უნდა იყოს იმ მომსახურების შესაბამისი, რასაც
მომსახურების გამწევი პირი სთავაზობს მომხმარებელს.
პროფესიონალიზმი
- ევაკუატორით მომსახურების გამწევი პირი უნდა იყოს
პროფესიონალი, უნდა იცოდეს როგორ გადაიყვანოს ავტომობილი ზედმეტი
დაზიანების გარეშე, მომხმარებლისთვის სასურველ ადგილას. ამ პროცესში
საკმაოდ მნიშვნელოვანია ავტომობილის დატვირთვა და შემდგომში
ჩამოტვირთვა, რადგან ძირითადად ამ დროს ხდება გადასაყვანი ტრანსპორტის
დაზიანება.
თავსებადობა -
შეთანხმება დროსა და ადგილზე. შესაძლოა ყველა სხვა ფაქტორი მისაღები
იყოს ორივე მხარისთვის, მაგრამ დრო და ადგილი არ იყოს სასურველი
რომელიმე მათგანისთვის. მაგალითად თუ ევაკუატორი დაკავებულია ან კიდევ
მისთვის მომხმარებლის მდებარეობა არ არის ხელსაყრელი.
ევაკუატორის
ტიპი - არსებობს სხვადასხვა ტიპის ევაკუატორები,
რომლებიც სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისთვის არის განკუთვნილი.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ სერვისის მიმწოდებელს ჰყავდეს
შესაბამისი ტექნიკა, რომელიც დააკმაყოფილებს კლიენტის მოთხოვნებს.
სწორედ ამ და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზების გამო არის
მნიშვნელოვანი მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების
შესაძლებლობა. სწორედ ეს ფაქტორები აქცევს ევაკუატორი თბილისი - ს
მომხმარებლებისთვის მიმზიდველ პლატფორმად. რაც მეორეს მხრივ
მომსახურების გამწევ პირებს უმარტივებს კლიენტებთან დაკავშირების
პროცესს.
საიტის
ადმინისტრაცია