ახალი ამბები
3 ხიდბოგირი 1 წელია შენდება ლევიტანასა და გაგლოანთუბანში
ტანას ხეობაში, გაგლოანთუბანში და ლევიტანაში, 4 ხიდბოგირი ვერ აღადგინეს. ისინი, გასულ წელს, 2024 წლის 12 ივნისს სტიქიის დროს დაინგრა. მათ აღსადგენად 650 000 ლარი გამოიყო.

თითო ხიდი 45 დღეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ერთი წელი გავიდა და 3 ობიექტი კვლავაც დაუმთავრებელია. მეოთხე არც დაწყებულა და 2025 წლის 1-ელ აგვისტოს ტენდერი მეექვსედ გამოცხადდა.

სამშენებლო კომპანიამ ,,რსს'' ვადის გადაწევა ჯერ გაზაფხულამდე, შემდეგ ზაფხულამდე და ამჯერად შემოდგომამდე მოითხოვა. დაგვიანებული სამუშაოების მიზეზად იმას ასახელებს, რომ ბეტონმზიდი ხეობაში ვერ ადიოდა.

Print