ახალი ამბები
ხაშურში ახალი სამანქანო ჩასასვლელი კეთდება
ხაშურში რუსთაველის ქუჩიდან შოლის ქუჩამდე სამანქანო ჩასასვლელი კეთდება.

აღნიშნული სამუშაოების წარმოება შემოვლითი გზის არსებობამ განაპირობა.

მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, პროექტი გამგეობის ინიციატივით შემუშავდა, რომლის განხორციელების შემდეგ, გარკვეულ მონაკვეთზე მოსახლეობას შემოვლითი გზებით გადაადგილება აღარ მოუწევს.

პროექტის ღირებულება 14 358 ლარს შეადგენს და სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.
Print