გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ახალგაზრდა ქალი
გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გარდაცვალების
მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული
ინტოქსიკაცია გახდა.
1980 წელს დაბადებულ ნ.ბ-ს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი
დარჩა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით
მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლი ,,ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან
ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას"
გულისხმობს.
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თქმით, სოფელში ცენტრალური
მაგისტრალიდან, მხოლოდ, რამდენიმე ოჯახს აქვს შეყვანილი გაზი.