საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლისთავთან დაკავშირებით, გორის,
ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერებმა ღონისძიებების
თაობაზე გეგმა-გრაფიკი უკვე შეადგინეს.
გორი
► 12:00 სთ. – ღონისძიების გახსნა – ანსამბლი ,,გორი".
► ადგილობრივი ორგანიზაცია ,,ქართლოსის" ორგანიზებით 1918 წლის
დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის პრეზენტაცია.
► 14:30 სთ. – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული
ქორეოგრაფიული ფესტივალი.
► 16:00 სთ. – ანსამბლ ,,ნართების" და ანსამბლ ,,გორის" ერთობლივი
კონცერტი.
► 16:00 – 19:30 სთ. – ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებული
ღონისძიებები.
► 19:30 სთ. – ადგილობრივი ხელისუფლების მილოცვა
► 19:40 სთ. – გალაკონცერტი. (,,ალილო", ოთო ნემსაძე, თიკა ჯამბურია,
მარიკა თხელიძე, ნიკოლ–შოუ)
► 21:00 სთ. – ფოიერვერკი
კასპი
11:00 სთ. – ეროვნული მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ბიუსტის
გვირგვინით შემკობა
► 11:00 სთ. – ქალაქის ცენტრში, გმირთა მემორიალის გვირგვინით
შეამკობა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა სულის მოსახსენიბელი პანაშვიდი
► 11:30 სთ. – ასფალტზე ხატვა - „ჩემი საქართველო“ (კულტურის ცენტრის
მიმდებარედ)
► 12:00 სთ. – ჰაიდელბერგცემენტის მინი მოედანი, შეჯიბრი
ფეხბურთში.
► 11:30 სთ. – შეჯიბრი კალათბურთში ქალაქის სპორტკომპლექსში.
► 12:00 სთ. – შეჯიბრი ჭადრაკში (კულტურის ცენტრის მიმდებარედ)
► 13:00 სთ. – კარატეს სკოლის მოსწავლეების გამოსვლა (კულტურის
ცენტრის მიმდებარედ)
► 14:30 სთ. – „მხიარული სტარტები“ ს ფინალური შეხვედრა
სპორტულკომპლექსში
► 11:00 სთ–დან – თემატური ნახატების გამოფენა კულტურის ცენტრის
ფოიეში (სახელოვნებო სკოლის ხატვის წრის მოსწავლეები)
► 11:00 სთ.–დან – ფოტო გამოფენა გაიმართება გ. ხორგუაშვილის
სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
► 12:00 სთ. – გიორგი სააკაძის სახელობის სკვერში გაიმართება
კულტურული ღონისძიების მილოცვები და სიტყვით გამოსვლები, კონცერტი,
მრავაჟამიერის ფონზე, გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამოსვლების
ჩართვები.
ქარელი
► 11:00 სთ. – საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის
ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.
► 11:30 სთ. – ღონისძიება ადგილობრივი შემსრულებლების
მონაწილეობით.
► 12:30 სთ. – ფილმის ჩვენება ქარელის კულტურის სახლში.
ხაშური
► 10:00 საათი - 1921 წელს, ხაშურის მუნიციპალიტეტიდან გმირულად
მებრძოლ მამულიშვილთა საფლავების გვირგვინით შემკობა.
► 14:00 საათი - მსვლელობა ხაშურის თოჯინების თეატრიდან ქალაქის
ცენტრისკენ, კოსტუმირებული წარმოდგენები.
► 15:00 საათი - ქალაქის ცენტრში-დიმიტრი ყიფიანი სახელობის სკვერში,
ფესტივალი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
► 18:00 საათი - კონცერტი მოწვეული მომღერლებისა და ბენდების
მონაწილეობით დიმიტრი ყიფიანი სახელობის სკვერში. ღონისძიება
დასრულდება ფოიერვერკით