დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა, აჭარა - 76, იმერეთი - 43,
ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 13, გურია - 13, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 66, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი -
3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083,
საიდანაც: 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 074, აჭარაში - 331, იმერეთში - 334. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 370 პირი, მათ შორის, თბილისში - 186, აჭარაში
- 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი,
მათგან თბილისში - 48, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 301 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 179 - თბილისში, 117 -
აჭარაში. 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 86, ხოლო აჭარაში - 36.სულ 6 ოქტომბრიდან - 9 აპრილის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 24 141 პირი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 900 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 5 581 პირი, აჭარაში - 1 865, იმერეთში - 967.