19 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 306 შემთხვევაა
დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 46-ით გაიზარდა და 1 481-ს
შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 014 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.