,,გაზრდილია უშტატო თანამშრომლების რიცხვი, რომელზეც კოლოსალური თანხა
იხარჯება" - ამის შესახებ საკრებულოს წევრებმა სასპორტო სკოლის
შესახებ წარდგენილი ანგარიშის მოსმენის დროს განაცხადეს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის
სააგენტოს 2018 წლის ანგარიში 300-ზე მეტ ღონისძიებას მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში, სააგენტოს ბიუჯეტი 1 მლნ
752 ათას ლარს შეადგენდა. აქედან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 1
მლნ 118 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც ძირითადი თანხის 60%-ზე
მეტია.
ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ძირითად შტატში დასაქმებული
პირებისთვის მხოლოდ 238 000 ლარია დახარჯული.
ღონისძიებებზე გამგზავრებული სპორტსმენებისთვის, კვებისთვის, ერთი
წლის განმავლობაში, მხოლოდ 5 756 ლარით დაიხარჯა.