ხანძარია კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ აღაიანთან ცეცხლი ხმელ ბალახს
გაუჩნდა, მოგვიანებით კი, ხეხილის ბაღებზე გავრცელდა.
როგორც qartli.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, დაახლოებით, დამწვარია
ორ ჰექტრამდე ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის
დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
მანამდე, გორის სახანძრო სამაშველო სამსახურმა ცეცხლი კვერნაკის
ქედზე, სოფელ შავშვებთან ჩააქრო.