ახალი ამბები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სიახლოვეს ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ცნობით, ცეცხლი გუშინ საღამოს გაძლიერდა.

ხანძარი შეამჩნიეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან: მერეთიდან, კოშკადან, ქერედან და ფლავისმანიდან.

ტყვიავის თემის გამგებელმა ზაზა კორინთელთა გვითხრა, რომ ცეცხლი ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ხე-ბუჩქნარს გაუჩნდა.

დღეს დილით ნალექიანი ამინდის გამო ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.
Print